პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ პირველი ვიცე პრემიერები საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პირველ ვიცე პრემიერად ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ რამდენიმე კვირის წინ დანიშნა.