საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.3 პროცენტით მეტია.
როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 2 981.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ. აშშ დოლარი (21.6 პროცენტითმეტი).
„უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 4 047.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.