სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6.875 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 60.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 57.2 პროცენტით გაიზარდა და 4.141 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (654.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (578.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (350.0 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-ოქტომბერშიც ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ისევ ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 828.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 523.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები262.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.3 პროცენტი).