2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 53.4%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 1 პროცენტული პუნქტით და 45.7% შეადგინა.
„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.
დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.9%-ს და 45.4%-ს შეადგენს.
2026 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.5% შეადგინა.
2026 წლის 1-ელ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2026 წლის 1-ელ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 12.1%-ს და 16.2%-ს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2026 წლის 1-ელ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.4%-ს, ხოლო კაცებში 64.9%-ს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.6 პროცენტული პუნქტით.
2026 წლის 1-ელ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.8 პროცენტული პუნქტით,“ - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.