celsiusi
ავერსი შნაიდერი
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა, აუშრინე არმონაიტემ, ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარეების რანგში, კომისიის რიგით მესამე სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს. ოქმში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა.
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლიეტუვასთან მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა და ის წარმატებით დასრულდა.
„საქართველოსა და ლიეტუვას ბევრი აქვთ საერთო, ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგი ხშირად თანხვედრაშია. მის ეფექტიანად შესრულებაში ჩვენს თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. კომისიის სხდომაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინოვაციები, ტელეკომუნიკაციები. ყველა ამ მიმართულებით საქართველოსა და ლიეტუვას გაწერილი დღის წესრიგი აქვთ. კომისიის სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან კარგ პოლიტიკურ თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატებში. ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთს მხარს უჭერენ ყველა მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებში და ეს მხარდაჭერა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ლიეტუვას ხელშეწყობა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა განვითარების პროგრამებში ლიეტუველი ექსპერტების ჩართულობასა და ამ ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც მას ევროპულ ინტეგრაციაში დაეხმარა.
„დარწმუნებული ვარ, რომ კომისია კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ორი ქვეყნის ბიზნესებისთვისაც, რაც ეკონომიკურ თანამშრომლობას გაააქტიურებს. საქართველოს ბაზარზე ლიეტუვიდან შემოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი კომპანია, როგორიცაა „გირტეკა“ – ლოგისტიკური გიგანტი და დარგის ერთ-ერთი წამყვანი ევროპული კომპანია. „გირტეკა“ საქართველოში დაიწყებს მუშაობას და რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებს. ამ კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას. მეტიც, დარწმუნებული ვართ, რომ 2023 წლიდან სხვა ლიეტუვური წარმატებული ინოვაციური კომპანიებიც შემოვლენ საქართველოს ბაზარზე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ვიცე-პრემიერის ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მისი პირისპირ შეხვედრა ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრთან.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
1180
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");