საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის შეფასებით, სავალუტო ფონდის პროგრამა წლის ბოლომდე განახლდება.
„სავალუტო ფონდთან პროგრამა დროებით შეჩერებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება შესაძლებელი იქნება. პროგრამის განახლებისთვის ჩვენ ალბათ უნდა დაველოდოთ ტექნიკურ მისიას, რომელიც ჩამოსულია ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს საკითხებზე, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეროვნული ბანკის საბჭო. მათი რეკომენდაციები იქნება განსახილველი და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ პროგრამის განახლებაზე“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე განმარტებით, პროგრამის შეჩერების მიზეზია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკუთხები, მათ შორის, ბორდის ფუნქციონირების საკითხი.