ფარმაკოლოოგიის ლექტორი, ონკოლოგიის რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძეა აცხადებს , რომ მან პირველად თქვა რვა მარტს ვაქცინის შემდგომ გართულდბებზე და მაშინ ძალიან ბევრი ექიმი განეწყო მის წინააღმდეგ .
“ყველა იყო ჩემს წინააღმდეგ, როგორ ვთქვი ეს რაღაცა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ “ჯანმო” აცხადებს, ასტრაზენეკას ვაქცინა არ უკავშირდება თრომბოზს, ძალიან ბევრმა ქვეყანამ ეს ვაქცინა უკვე შეაჩერა. ხაზს ვუსვამ შეაჩერა და არ წყვეტს, უარს არ ამბობს, მაგრამ აჩერებს დროებით. გინდათ გითხრათ ეს რომელი ქვეყნებია? ეს არის საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, ბელგია, ირლანდია ნიდერლანდები, ტაილანდი და ა. შ.“, - განაცხადა ღოღობერიძემ.
როგორც ღოღობერიძე განმარტავს, ძალიან ბევრი ქვეყანაა უკვე ვინც შეაჩერა ეს ვაქცინა და თქვა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს და შინაურ ექსპერტებს, რომლებსაც “ტვინი გადმოდით” ასე ვთქვათ ნუ დავუჯერებთ. დროებით შევაჩეროთ, შევისწავლოთ და მერე განვაგრძოთ.
“ბევრმა ექსპერტმა მითხრა, რომ გიორგი მაგას როგორ ამბობ კოვიდით ძალიან ბევრს ემართება თრომბოზიო. ეგ მართალია, მაგრამ კოვიდი ადამიანს ემართება თავისი ნების საწინააღმდეგოდ და არ იმართებს შეგნებულად კოვიდს, მაგრამ როცა ადამიანს უკეთებ ვაქცინას, ჯერ ერთი ის სარგებელი მაშინვე არ არის დგება რამდენიმე თვეში, კვირაში და სანამ ის სარგებელი დადგება, მანამდე რომ შეხვდეს კოვიდი და ამ ვაქცინის ფონზე დაემართოს თრომბოზი, ხვდებით რა განსხვავებაა? იმ თრომბოზს შენ უკეთებ. ასე რომ, ძალიან დიდი განსხვავებაა ადამიანი მოკვდება ბუნებრივი სიკვდილით, თუ ადამიანს მოკლავ, ეს სხვადასხვაა და სამწუხაროდ ამდენი ეთიკა არ იციან. მე მართალია ვარ რეზიდენტი, მაგრამ იმდენი გონება მყოფნის რომ შევხედო სიტუაციას რეალურად თვალებში. ეს ხალხი ინფორმაიას იღებს გუგლის საშუალებით. ის ხალხი ვინც მე ამის გამო გამკიცხა, არცერთი მათგანი უშუალოდ პროცესში არაა ჩართული და რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაციას იღებს გუგლის მეშვეობით, მეც ასე ვარ , არც მე ვარ იქ პროცესებში ჩართული. მაგრამ შეხედე შე დალოცვილო, სახელმწიფოები აჩერებენ აქცინაციას დროებით, ასტრაზენეკათი უშუალოდ. გასაგებია, რომ ჩვენ სხვა პარტია გვაქვს, მაგრამ საიდან ხარ დარწმუნებული, რომ შენი პარტია უარესი არაა იმასთან შედარებით? ვინმემ მოგვცა ამის გარანტია? ხო არ მოუციათ , მოდი დაელოდე, შეხედე, რა უჭირს, რომ ერთი ერთი ორი დღე დაელოდო, დააყოვნე. ახლა მე მეტყვიან შენ ხარ ანტივაქსერიო. იცი რა იქნება ანტივაქსერობა? ის რომ მოვუწოდო ადამიანებს ვაქცინის გაკეთება, დაემართოს თრომბოზი, მოკვდეს ვიღაც და მერე, მთელი ქვეყანა რომ გახდება წინააღმდეგი. დაიცადე, დააკვირდი, დადოს მსოფლიომ დასკვნა, რომ აი არ იწვევს და ამის შემდედგ განვაგრძოთ. რომელ ექიმს მოუა თავში, რომ წინააღმდეგი იყოს . . .“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.