გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ “ასტრაზენკას” ვაქცინა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული და საერთაშორისო მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილება 30 მარტს საღამოს იქნა მიღებული. ფედერალური და რეგიონული ჯანდაცვის მინისტრების მიერ.
მინისტრები Stiko- ს მარეგულირებელი კომისიის რეკომენდაციას ასრულებენ , რომელიც გერმანიის მთავრობას ვაქცინების შესახებ რეკომენდაციას აძლევს.
მათი ინფორმაციით, შეფასება ემყარება მონაცემებს "იშვიათი, მაგრამ მწვავე" თრომბების შესახებ, რომლებიც ჩამოყალიბდა ზოგიერთ ადამიანში, ვინც აიცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით. სიმპტომები ვაქცინაციიდან 4-16 დღის შემდეგ გაჩნდა, ძირითადად 60 წლამდე ასაკის ადამიანებში.
შეგახსენებთ, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მარტის თვეში დროებით შეაჩერა. ევროპის წამლების სააგენტოს მიერ განხორციელებული დამატებითი კვლევების შემდეგ კი ვაქცინაციის პროცესი აღნიშნული პრეპარატით ისევ განახლდა.
ცნობისთვის, საფრანგითში ადგილობრივი მარეგულირებლის რეკომენდაციით “ასტრაზენეკას” აცრა 55 წლის ზევით პაციენტებშია რეკომენდირებული.