გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე თანამდებობას ტოვებს.
ინფორმაცია, საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" სამინისტროს პრესამსახურმა დაუდასტურა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრს ჯერ განცხადება არ დაუკმაყოფილებია. მათივე განმარტებით, ხანიშვილი პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. ამასთან, სამინისტროში ჯერჯერობით შემცვლელი კანდიდატურის ვინაობას არ ასახელებენ.
ცნობისთვის, გელა ხანიშვილი 2016 წლიდან იკავებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს.