ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას კიდევ ერთხეულ კატეგორიულად უარყოფს.
"რამდენიმე ტელევიზია, ე.წ. პარტიული ტელევიზიები ავრცელებენ უტიფრად ყოვალდაუსაბუთებელ ინფორმაციას ჩემი გადადგომის შესახებ. მესმის თქვენი ჩანაფიქრი, არ მოგწონთ ეკონომიკის აღდგენა. არანაირ შედეგს არ გამოიღებს.
გათენდება ახალი წელი და მე კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში. მზად ხართ მომიხადოთ ბოდიში, როცა თქვენი ინფორმაცია საპნის ბუშტივით გასკდება?" - მიმართა ჟურნალისტებს ნათია თურნავამ.