სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 88.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სამინისტროს ცნობითვე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.3 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.5 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება იტალიაში (8,075 ტონა), გერმანიაში (3.666 ტონა), ესპანეთში (591 ტონა), ჩეხეთში (489 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), ლიეტუვაში (393 ტონა), საფრანგეთში (375 ტონა) და სხვა.