ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე მას ჩაანაცვლებს ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი.
თურნავას არ დაუზუსტებია, სად გააგრძელებს საქმიანობას:
„მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოსვინჯო ძალები. ვრჩები ჩემი გუნდის ერთგულ წევრად. ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა არ არის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ლევან დავითაშვილს კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე, მისი მოადგილე, ოთარ შამუგია ჩაანაცვლებს.
სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია, რომელიც მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში არაოფიციალურად, სხვადასხვა ვარიაციით ვრცელდებოდა, 9 თებერვალს, 14:00 საათზე, სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნათია თურნავა 2019 წლის აპრილში დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, მანამდე იგი მინისტრ გიორგი ქობულიას მოადგილე იყო.
ლევან დავითაშვილი კი 2016 წლიდან იყო ამ პოსტზე. მანამდე, 2 წლის განმავლობაში ისიც მინისტრის მოადგილე იყო.