2024 წლის ივლისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 597 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივლისთან შედარებით, უმნიშვნელო 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ახალ პროექტებში გაყიდვები 6%-ით, ხოლო ძველ პროექტებში 12%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ფასებს, მიმდინარე წლის ივლისში ახალ პროექტებში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 034 დოლარი იყო, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 961 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი წლიურად 7.6%-ით გაძვირდა.
ძველი პროექტების შემთხვევაში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 8.9%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, წელს ივლისში თუ კვადრატულის ფასი 1089 დოლარი იყო, გასული წლის ივლისში 1000 დოლარს შეადგენდა.