უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადისა და კვოტის 1 წლით მოხსნას დათანხმდა.
ზელენსკის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ეკონომიკურ აქტიურობას ხელს შეუწყობს.
,,ჩვენი თავდაცვის 63-ე დღე იწურება. დღე, რომლიც განმავლობაშიც ბევრი რამ გაკეთდა. ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მზადდება. ევროკომისია უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადისა და კვოტის 1 წლით მოხსნას და ასევე ანტიდემპინგური ტარიფების შეჩერებას დათანხმდა. მე დღეს, ამ წინადადების დეტალები ურსულა ფონ დერ ლაიენთან განვიხილე, ამ ნაბიჯისთვის პირადად მისი და ყველა ჩვენი ევროპელი მეგობრის მადლობელი ვარ. ახლა ეს მოგვცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად უკრაინაში ეკონომიკური აქტივობა, ჩვენი ეროვნული წარმოება შევინარჩუნოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.