jan-medi
ავერსი საქკაბელი
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს.
 
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა რომ გაერთიანება თავის ისტორიაში პირველად „დააფინანსებს იარაღისა და სხვა აღჭურვილობის შეძენას და მიწოდებას იმ ქვეყნისთვის, რომელიც თავდასხმის ქვეშაა“.
 
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ახლა "წყალგამყოფი მომენტია" ევროკავშირისთვის.
 
მან განაცხადა, რომ შემოღებულ იქნა სანქციების სამი ახალი მიმართულება. ესენია:
 
ყველა რუსული თვითმფრინავის საჰაერო სივრცის აკრძალვა
 
”ჩვენ ვხურავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთისთვის. ჩვენ ვაწესებთ აკრძალვას რუსეთის საკუთრებაში მყოფი, რუსეთის მიერ რეგისტრირებული და რუსეთის მიერ კონტროლირებად თვითმფრინავებზე. ეს თვითმფრინავები ვეღარ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, აფრენას ან გადაფრენას”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
 
ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული პროპაგანდისტული მედიები აიკრძალება.
 
„რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Russia Today და Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები ვეღარ შეძლებენ თავიანთი სიცრუის გავრცელებას პუტინის ომის გასამართლებლად. ჩვენ ვამუშავებთ ინსტრუმენტებს მათი ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციის აკრძალვის მიზნით ევროპაში“, - განაცხადა მან.
 
არსებული სანქციების გაფართოება ბელარუსის მიმართ
 
„ლუკაშენკოს რეჟიმი არის თანამონაწილე უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკი თავდასხმაში. სანქციები გამიზნული იქნება ბელარუსის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებზე და საექსპორტო პროდუქტებზე”, - განაცხადა მან.
798