საქართველოს ეროვნული ბანკი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედავს - ამის შესახეებ სებ-ის ვიცე-პრეზიენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა. მისი თქმით, განახლებული პროგნოზით წელს ეკონომიკა 7%-8%-ის ფარგლებში გაიზრდება.
"ჩვენი ბოლო პროგნოზი იყო 4%-იანი ზრდა, თუმცა მას გადავხედავთ და აგვისტოში გამოვაქვეყნებთ განახლებულ პარამეტრს. აპრილის და მაისის მონაცემი რაც დაიდო ეს გვაძლევს ოპტიმიზმს საშუალებას. ზუსტ ციფრს ჯერჯერობით ვერ გეტყვით, თუმცა ახალი ზრდის პროგნოზი სავარაუდოდ 7%-8%-მდე შეიძლება გაიზარდოს.
მაისში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 25.8%, აპრილში კი - 44.8%. ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გაზრდის საქართველოს მთავრობაც. ივნისის დასაწყისში ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ახალი BDD დოკუმენტი, სადაც წელს მოსალოდნელ ზრდად 6.5% იყო განსაზღვრული, თუმცა როგორც ცნობილია მთავრობა ამ პროგნოზსაც განაახლებს და მას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.
გუშინ TBC Capital-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წელს ქვეყანაში 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება.