![](/images/erovnulii695226262.webp)
2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან $4.42 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით მეტია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.9%-ით განისაზღვრა და 571.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
„აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები - 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 9.4%-ით, ხოლო უკრაინიდან - 18.9%-ით შემცირდა. 2024 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან - 41.6%, საუდის არაბეთიდან - 21.2%, აზერბაიჯანიდან - 18.1 %, ირანიდან - 17.9%.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2024 წელს შემდეგნაირად ნაწილდება:
ევროკავშირი - 571.2 მლნ აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი - 168.5 მლნ აშშ დოლარი;
თურქეთი - 612.3 მლნ აშშ დოლარი;
ისრაელი - 436.5 მლნ აშშ დოლარი;
საუდის არაბეთი - 122.1 მლნ აშშ დოლარი;
სომხეთი - 157.4 მლნ აშშ დოლარი;
უკრაინა - 148.8 მლნ აშშ დოლარი;
ბელარუსი - 96.3 მლნ აშშ დოლარი;
ირანი - 151.1 მლნ აშშ დოლარი;
რუსეთი - 850.0 მლნ აშშ დოლარი;
დანარჩენი ქვეყნები - 1,111.3 მლნ აშშ დოლარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.