საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ივლისში დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული მოცულობა – 540 მლნ აშშ დოლარი. მისივე თქმით, ქვეყანას ექსპორტში თითქმის 40%-იანი ზრდა აქვს.
„ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი არის რეკორდული, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 37 პროცენტით და 3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ზრდა გვაქვს იმპორტშიც ასევე ზრდა გვაქვს იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა თითქმის 10 მლრდ 200 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით არის დაახლოებით 35 პროცენტით მეტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.